რეზონანსი
25.07.2018

„ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხალხის ამ ნაწილზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ და გვინდა წლის ბოლომდე როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიყვანოთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს ხანში გახდება.

„კვირკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ანუ ხალხის ამ ნაწილზე ძალიან ბევრს ვზრუნავთ, გვინდა წლის ბოლომდე და ძალიან ბევრს ვაკეთებთ, მთავრობა თვითონ მამუკა ბახტაძის მეთაურობით რამდენიმე ვარიანტს და ვარიაციას იხილავს. მეც ძალიან ვაქტიურობ იმაში, რომ როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზღვიდან გამოვიყვანოთ და უარესი ფორმა უკეთესობისკენ შევცვალოთ. გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, ეს გვაქვს სამიზნედ. ვფიქრობ, მოვახერხებთ ამას და უფრო დაწვრილებით საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×