რეზონანსი
25.07.2018

 პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 

36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა. თამაზ ბათირაშვილის უფროსი ძმა  თარხან ბათირაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ის დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ერაყში 2016 წელს მოკლეს.

თამაზ ბათირაშვილი 25-ე პანკისელია, რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×