რეზონანსი
25.07.2018

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ყოფილ პრემიერს მკაცრად აკრიტიკებს, მისი თქმით, ივანიშვილი საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს.

"შეიქმნა ძალიან მძლავრი, ფართო გაერთიანება, "ძალა ერთობაშია" და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაიწყო ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე და დავასრულებთ ივანიშვილის თარეშს საქართველოში, განადგურებას ქართული ბუნების, მოვაშთობთ მის ხელებს ჩვენი ჯიბეებიდან იმიტომ, რომ მას აქვს ღრმად ჩაყოფილი ხელი თითოეული ქართველის ჯიბეში და ძარცვავს უმოწყალოდ საქართველოს. ივანიშვილის ახლა ცდილობს თავის თავის გადარჩენას. მთავარი მევახშე საქართველოსი არის მისი ქარ ბანკი,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×