რეზონანსი
25.07.2018

 გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში საქართველოს და სუდანის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს 4 მოქალაქე დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითია რწმუნებულის ლევან დიასამიძის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი ქართველი გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. მართლაც მოხდა ინციდენტი, ოღონდ არა ბერლინში, არამედ ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაზე მდებარე თავშესაფრის გამანაწილებელ პუნქტში. მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც დაშავდა საქართველოს 4 მოქალაქე. ინციდენტი დაიწყო საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და სუდანის 18 წლის მოქალაქეს შორის, რომელიც მასობრივ არეულობასა და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად დაკავებულია აფრიკული წარმოშობის 8 მოქალაქე. 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 4 დაშავებული საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, მათგან სამი უკვე გამოწერეს, ხოლო ერთი რჩება საავდმყოფოში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა დიასამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×