რეზონანსი
25.07.2018

 მოახერხებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბანკირების სიხარბის დაძლევას..

თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება: 

განსაკუთრებული ინტერესი მისმა იმ სიტყვებმა გამოიწვია, სადაც ის "ბანკების მიერ ქვეყნის შეჭმაზე" საუბრობდა. არ ვიცი,მოახერხებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სავახშო კაპიტალისა და ბანკირების სიხარბის დაძლევას.

შეგახსენებთ,რომ ქართული ბანკების აქციების საკონტროლო პაკეტების მფლობელები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან. ის, რომ ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, ყველაფერს აკეთებდა ბანკების ინტერესების დასაცავად მათ შორის, სავალუტო ფონდისა და "უნისეფის" კვლევების ნეგატიურ შედეგებსაც კი უმალავდა საზოგადოებას და პირადად ივანიშვილს, მხოლოდ ადასტურებს მათი გავლენის ხარისხს.

სწორედ სავახშო კაპიტალის ბატონობა და მათი სიხარბე არის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა. ეს უნდა დამთავრდეს.

და თუ ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს ამ უბედურებას, ეს ქვეყნისთვის გაწეული მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება იქნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×