რეზონანსი
25.07.2018

 ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან "ქართული ოცნების" წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა წუხილი ჰქონდა და რა არგუმენტების გამო იყო აზრთა სხვადასხვაობა გიორგი კვირიკაშვილთან.

„ძალიან ნათლად განმარტა ბიძინა ივანიშვილმა, მისთვის ჩვეული ღიაობით და გულწრფელობით თქვა, რომ ის ახლა არ საუბრობს ამაზე, ახლა უბრალოდ ვსაუბრობთ საჯაროდ, მაგრამ ის ამის თაობაზე ესაუბრებოდა შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ამბობს ღიად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე აქამდე არ საუბრობდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კორექტულად და ღიად განმარტა, თავისი წუხილებიმოქალაქეების ბანკებთან ურთიერთობისა და ამ კუთხით, შექმნილი არასამართლებრივი სივრცის საკითხებზე.

„ვფიქრობ, ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილი, რა განცდა და რა არგუმენტების გამო ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და, რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, ასევე, რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში. აღნიშნული მან ნათლად, ღიად და ძალიან კორექტულად ახსნა.

ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა, რომ სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მას გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ „ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის". ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა ჭარბვალიანობის პრობლემაზე სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×