რეზონანსი
25.07.2018

 გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქციები ტყიბულში, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მეშახტეებისა და ხელმძღვანელი პირების შეხვედრა შედგება.

სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გააცნონ მეშახტეებმა საკუთარი მოთხოვნა დირექტორებს, რაც ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მეშახტეები ფართომასშტაბიან პრემანენტულ აქციებს აანონსებენ.

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა ბოლომდე, რასაც ითხოვენ მეშახტეები და ტყიბულის მოსახლეობა, აქციები გაგრძელდება და მიიღებს უფრო მძაფრ სახეს"-ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

უბნის სამთო ოსტატი გივი ქასრაშვილი ამბობს, რომ „საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა დატოვოს თანამდებობა და გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×