რეზონანსი
25.07.2018

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობისას პირველად თქვა სიმართლე. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ქვეყანა მნიშვნელოვნად გაღარიბდა და არ გაზრდილა ეკონომიკა.

მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილი თავის გადარჩენას ცდილობს, როდესაც საუბრობს კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.

სააკაშვილი მოსახლეობას ახსენებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის კუთვნილი ბანკი - "ქართუს" ხელმძღვანელი, ქუმსიშვილი კი, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან, კვირიკაშვილის მოადგილე იყო.

სააკაშვილის თქმით, ქუმსიშვილმა მთელს საქართველოს იმ ვალის პროცენტი ახდევინა, რომელიც "ქართუდან" აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×