პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ჩუგოშვილის თქმით, მისთვის სასურველია, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა ვის დაუჭერენ მხარს, ამასტანდ აკავშირებით გუნშიმშჯელობა იქნება.
"პარტიის თავმჯდომარის პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური საბჭოსთვის, თუმცა სხვა მოსაზრებებიც არსებობს. მგონია, რომ არ შეიძლება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა. მე მგონია, რომ საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და სისუსტის გამოვლინებად ჩათვლიან. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებში მონაწილეობდეს. საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენი წიაღიდან იქნება წამოსული, თუ ეს იქნება გარეშე პირი, ამაზე დისკუსია გვექნება. არიან დეპუტატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანდიდატი უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური წიაღიდან წამოსული, ხოლო მე პირადად მგონია, რომ პრეზიდენტის ახალი მანდატის გათვალისწინებით, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ ის არ უნდა იყოს პარტიული და უნდა იყოს გარკვეულად გამაერთიანებელი ქვეყნის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების, მგონია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, ან ადამიანი, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს, იქნებოდა უფრო სწორი იმ ტიპის პრეზიდენტისთვის, რა ტიპის პრეზიდენტსაც ჩვენ ვირჩევთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.