საქართველოში ტემპერატურის მატებას კვლავ ვარაუდობენ. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად შესაძლოა თუ არა ტემპერატურის მატება გახდეს და არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ ხანძრებმა, რომელმაც 2017 წელს მთელი საქართველო მოიცვა, შარშანდელი წელსაც განმეორდეს.
ამასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების - მწვანეების" თავჯდომარემ გია გაჩეძილაძემ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ტყე, რომელიც საქართველოში ტერიტორიის 40%-ს შეადგენს, რისკები ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება.
მისი თქმით, ხანძრების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ადამიანის დაუდევრობა გახლავთ და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„საქართველოს ტერიტორიის 40% ტყე არის და აქედან გამომდინარე, როდესაც მაღალი ტემპერატურაა, ტყის ხანძების გაჩენის რისკებიც იზრდება. მისი გაჩენა მაღალ ტემპერატურასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხშირად ადამიანის დაუდევრობის გამო ჩნდება და მოსახლეობა უფრო ფრთხილად უნდა იყოს.
„მოსახლეობა უნდა მოერიდოს ტყეში სიგარეტისა გადაგდებასა და ბოთლის ნამსხვრევების დატოვებას, რადგან უკანასკნელი შეიძლება გადაიქცევა მზის გამადიდებელ შუშად, რომელმაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს.
„ადამიანის მიერ გამოწვეული ბევრი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს; ყველაზე მთავარი საკითხი ის არის, რომ ადამიანები უფრო ფრთხილად იყვნენ და ამ შემთხვევაში ხანძრების გამოწვევის ნაკლები რისკი იარსებებს," - აღნიშნა მან.
გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა, რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური ტექნიკით იყოს აღჭურვილი, ხანძრის ლიკვიდაცია მაინც რთულია, რადგან ამ დროს ტემპერატურა 700-დან 1200-მდე მეყეობს .
„ხანძარი ისეთი საშინელი რამ არის, მისი ჩაქრობა, რაც არ უნდა ტექნოლოგიურად მომზადებული იყოს ქვეყანა და რაც არ უნდა მაღალკვალიფიციური სახანძრო სისტემა ჰქონდეს, მაინც ძალიან ძნელია.
„მაგალითად, კალიფორნიის ხანძრები შეერთებულ შტატებში, ასევე ახლახანს საბერძნეთის ხანძრები... ყოველწლიურად მან სისტემატური ხასიათი მიიღო და ამის სტატისტიკაც არსებობს; როდესაც ტყე იწვის 700-დან 1200 გრადუსამდეა ტემპერატურა ასული და მისი ჩაქრობა ამიტომაც გახლავთ რთული," - განაცხადა მან.
მისი თქმით, წლების განმავლობაში 300-მდე ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც მრავალი ჰექტარი ტყე დაიწვა.
„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, სამასამდე ხანძარი მოხდა და ყველაზე მასშტაბური ხანძრები იყო ისეთი ხანძრები, რომლის ჩაქრობა ვერც კი მოხერხდა. 2017 წლის ჩათვლით, ტყეების სამასამდე დიდი მასშტაბის ხანძარი იყო საქართველოში.
„2006 წელს 95 ხანძარი დაფიქსირდა და 770 ჰექტარი დაიწვა. 2008 წლის ომის პერიოდზე აღარ მაქვს საუბარი, თუ რა ზიანი მოგვაყენა რუსეთის აგრესიამ; ბორჯომის ტყებში ათას ჰექტრამდე ტყე დაიწვა.
„აბასთუმანში ყველაზე სერიოზული ხანძარი 2006 წლის 14 აგვისტოს იყო. ერთი კვირის განმავლობაში ხანძარს ებრძოდნენ და ფაქტობრივად, ტექნიკამ ვერ იმუშავა, რადგან დიდი მასშტაბის ხანძართან გვქონდა საქმე," - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.