რეზონანსი
25.07.2018

 პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ რაც მან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანასთან დაკავშირებით ისაუბრა, მართალია. მისივე თქმით, ამ თემას ოპოზიციური პარტიები უნდა შეეშვან.

“ხეებზე რასაც ჰყვება, 100%-იანია და რაც მალე შეეშვებიან ოპოზიციური პარტიები მაგ თემას და მართლა მნიშვნელოვანი თემებით დაკავდებიან, მით უკეთესი მათთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ივანიშვილი პირველი არხის ეთერით, ხეების გადატანის პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა, როგორც მედია ხშირად აცხადებს. მისივე თქმით, არასწორია ოპოზიციის ის განცხადებაც, რომ მას ხეები საკუთარ ეზოში მიაქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×