რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამიდან 20 მილიონ ევროს გამოყოფს.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ტზანაკოპულოსმა განაცხადა, რომ ზომები შეეხება სტიქიის ადგილას მცხოვრები მოქალაქეების საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე გაიხსნება სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელმწიფო და ნებისმიერი მსურველი ფულს გადარიცხავს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

დიმიტრის ტზანაკოპულოსმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახების დახმარების ძირითადი პაკეტი და საკომპენსაციო თანხა მოგვიანებით დასახელდება, როდესაც სტიქიის შედეგები სრულად იქნება შეფასებული.

საბერძნეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×