რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი)ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დავით სარალიძე დღეს 17 წლის გახდებოდა. ამ თარიღს სოციალურ ქსელში მოკლული მოზარდის, მამა ზაზა სარალიძე ეხმაურება:

„მამი გილოცავ დაბადების დღეს.

როგორი ბედნიერი ვიყავით შარშან მამიი.

პირველი დაბადების დღეა მამი შენი და უშენოდ ვხვდებით.

როგორ გიხაროდა მამი შენი დაბადების დღე.

ბალიშის ქვეშ ეძებდი ხოლმე საჩუქრებს მამი.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს მამი,"- წერს ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს 25 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის პატივსაცემად ის საქველმოქმედო ფონდს, სახელად "დათუჩა-ს" ქმნის.

"დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, დღეს გახდებოდა 17 წლის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ის ყოველთვის მზად იყო, სიკეთე ეკეთებინა, გადაწყვიტე, რომ შემექნა მისი სახელობის ფონდი "დათუჩა". ფონდი დაეხმარება ყველა გჭირვებულ ადამიანს, ავადმყოფ ბავშვებს, სოციალურ დაუცველებს. ამ სამართლიანი ბძროლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რამდენი გაჭირვებული ადამიანი და სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს. გადაწყვიტე, ფონდის შემექნა, რომ შვილის სახელით დავმეხმარო ყველას, ვისაც ეს სჭირდება," - ამბობს სარალიძე.

მისივე თქმით, ფონდი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით იარსებებს, პერიოდულად კი სხვადსხვა საქველმოქმედო აქცია დაიგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×