რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მიმართა.

"ათწლეულების განმავლობაში და განსაკუთრებით 2000 წლიდან ამ ქალაქს მართლა ბოდიში და დედა უტირეთ თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. დღეს ყველას, ჩემ შვილებს, თქვენ შვილებს მოუწევთ ხარკის გადახდა იმ უპასუსისმგებლობისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენ ყველაფერი გაყიდეთ, ნებართვები ისეთ ადგილებზე გაეცით, რომ საერთოდ წარმოუდგენელია. ჩვენ დღეს ხარკი უნდა გადავიხადოთ თქვენი უპასუხისმგებლობების გამო, ქალაქმა უნდა გადაიხადოს ფული. გაზის გაძვირებაზე და წყლის გაძვირებაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, უნდა საუბრობდეთ იმაზე, რომ უამრავი ქონება გამოსასყიდი იქნება და კომპენსაციები გვექნება გადასახდელი. მათ შორის იმ ქონებებზე, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა და გასხვისდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, "აჭარის" წინ ტერიტორია ვინ გაყიდა? გაიყიდა თუ არა თქვენ დროს? თბილისელმა მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს ხარკი ამაში და საერთოდ როგორ იღებთ ხმას რამეზე?!", - მიმართა სოხაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, რასაც საკრებულოს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კამათი და ხმაური მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×