რეზონანსი
25.07.2018

 ახალციხეში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების  ობიექტებში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. იძულებით გადაადგილებულ ათეულობით ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების  პრობლემა მოუგვარდა და საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდა. 

დევნილთა უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ  საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა   წყალმომარაგების  ქსელის მოწყობასა და 1,5-კილომეტრიან მონაკვეთზე  ძველი მილების  ახლით ჩანაცვლებას. 

წლების განმავლობაში აქ ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები  საუბნო ონკანით სარგებლობდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები გათვალისიწინებულ ვადებზე  ადრე დასრულდა. შედეგად, დევნილი ოჯახები სტაბილური წყალმომარაგებით უკვე სარგებლობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×