რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია.

უწყების ცნობით, ის ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა.

სუსმა აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია. ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მიფრინავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×