რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი) ბათუმსა და ქუთაისში შემოწმებულ ხილსა და ბოსტნეულში, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა ნესვში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, ცნობილია 40 ნიმუშის კვლევის შედეგი. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა ნესვის ორ ნიმუშში გამოვლინდა, რომლებიც ბათუმში, მაღაზიაში და ქუთაისის ბაზარშია აღებული.

ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში - 212 მგ/კგ შეადგინა. ნორმა - 90 მგ/კგ-ია.

კვლევის შედეგების შესახებ სააგენტომ ბიზნესოპერატორებს აცნობა და ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა დაავალა.

სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება და უკვე აღებული 20 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×