რეზონანსი
25.07.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, დარღვევები ძირითადად ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების გამო დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა მათ შორის ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობას, საკომისიოს და საყურადღებო კურსის გამოყენებას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურებისსაკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×