რეზონანსი
26.07.2018

ვინ ურჩია პატრიარქს გადადგომა - „კურიერის“ ინფორმაციით უწმინდესს გადადგომა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ურჩია. აღნიშნულს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში თავად ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.

მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ უწმინდესს მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის შემდეგ გადადგომა და სახლში წასვლა შესთავაზეს. სკანდალური განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გუშინ გააკეთა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა ურჩიეს.

მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება „კურიერმა“ წმინდა სინოდის სხვა წევრებთან გადაამოწმა. გაირკვა, რომ პატრიარქზე ზეწოლის შესახებ იცის ვანისა და ბაღდადის მეუფე ანტონმა. მისი თქმით, სმენია გარკვეული ჯგუფის შესახებ, რომელიც პატრიარქის ტახტიდან ილია მეორის ჩამოცილებას 2017 წლის შემოდგომაზე ცდილობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×