რეზონანსი
26.07.2018

 პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუ გაახსენა. როგორც კუკავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ივანიშვილი ზუსტად ისე საუბრობს, როგორც შევარდნაძე მისი მმართველობის ბოლო წლებში საუბრობდა. 

“გახსოვთ, შევარდნაძის ორშაბათის რადიო ინტერვიუების ბლოკი და ოთხშაბათის მთავრობის სხდომა. ამ ადამიანს შეეძლო, რომ გაუთავებლად აბსოლუტურად უაზროდ ელაპარაკა, რომ აფხაზეთს ღირსეულად დავიბრუნებთ, რომ ეკონომიკაში ჯანსაღი პროცესები მიდის. ივანიშვილის ინტერვიუ თავიდან ბოლომდე იყო ტყუილები და ჭორები. ვერ დამისახელებთ რამეს, რაც ამ ინტერვიუდან საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და მედიამ სერიოზულად აღიქვა. ეს იყო ინტერვიუ იმ სტილში, რაც შევარდნაძეს ახასიათებდა, უტიფარი ტყუილია იმის თქმა, რომ ქვეყანა ბანკებმა გიორგი კვირიკაშვილის გამო შეჭამა“, - განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×