რეზონანსი
26.07.2018

 11 ივლისს, მესტიაში მომხდარი მკვლელობა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი, ლუკა ფალიანი დაიღუპა, გახსნილია, ბრალდებული კი დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო  მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნაში მყოფი, 1985  წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი დ.ნ. თბილისში  დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით,  მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ცივი იარაღით 

დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს  საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  პოლიციამ მიმალვაში მყოფი დ.ნ. 25 ივლისს, თბილისში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით  მიმდინარეობს" ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×