რეზონანსი
26.07.2018

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისსაბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილის თქმით,საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგადგარდაცვლილთა და დაშავებულთა ბაზაში ამ დროისთვისსაქართველოს მოქალაქეები არ არიან.  სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 6 ქართველმა, თუმცა ისინი ჰოსპიტალიზირებულნი არ არიან და მკურნალობას ადგილზე გადიან:

"იყო ერთი ზარი, რომელიც სავარაუდოდ, არ უკავშირდება ხანძარს, ამ სპეციფიკურ პიროვნებას ვეძებთ კონკრეტული მიმართულებით. ინფორმაცია მოწმდება დღეში ორჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არც ერთი ქართველი არ ფიქსირდება, რომელიც შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ჰოსპიტალიზირებული. 6-ს აქვს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, თუმცა ისინი მკურნალობას ადგილზე გადიან", - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×