რეზონანსი
26.07.2018

 ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი რეგიონალური მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. განცხადება ამის შესახებ პრემიემა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, რეგონალური მართვის სამსახური ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა და პრემიერს დაექვემდებარება.

ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჩართულობას. რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა გამოწვევებს, რომელიც რეგიონებში არსებობს."- განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ თანამდებობებს ტოვებენ შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამცხე ჯავახეთის,გურიის, გუბერნატორები. მათი შემცვლელები კი უახლოეს დღეებში დასახელდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×