(რეზონანსი) საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი განცხადებით მმართველი გუნდის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის არ წარდგენა და დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა საინტერესო პროცესების საწინდარი იქნება.
„ის იდეა, რაც აქვს პარტიის თავმჯდომარეს, ვფიქრობ არის ყველაზე მისაღები და ეს მე მისი ინეტრვიუდან არ შემიტყვია. ეს არის მრავალი თვის და კვირის მანძილზე მის მიერ დაყენებული საინტერესო აზრი, რომ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ კანდიდატებს, კანდიდატებს, იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს, ეს იდეა ძალიან მომწონს. მე ჩემს პოზიციებს დავაფიქსირებ შემდეგ. ეს მოგვცემდა ძალიან საინტერესო პროცესს, დაცლილს ემოციებისგან, რადგან სააკაშვილის არსებობის ერთადერთი რეზიუმეა, რომ ცდილობს შეეჯიბროს "ქართულ ოცნებას", ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. თუ ივანიშვილის იდეას გაიზიარებს გუნდი, ოპოზიცია შეეჯიბრება ერთმანეთს, სააკაშვილის ყოფილი გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის გუნდს და ეს მგონი საინტერესო იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში.