რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, თავს „კომფორტულად ვერ გრძნობდა".

ზაქარეიშვილი, რომელმაც კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტში წელიწადზე მეტი იმუშავა, შედარებას ბიძინა ივანიშვილზე და კვირიკაშვილის წინამორბედზე ირაკლი ღარიბაშვილზე აკეთებს და ამბობს, რომ მათთან უკეთესად თანამშრომლობდა და უფრო მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა.

„ღარიბაშვილთან უფრო მეტი კონტაქტი მქონდა და ჩემი მას უფრო ესმოდა. ჩვენ მეტი ურთიერთობები გქონდა. ეს ბევრს უკვირს. რატომღაც, ჰგონიათ, რომ კვირიკაშვილი უფრო უკეთესი იყო ღარიბაშვილზე. მე კი სულ სხვა განცდა მქონდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×