ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარებაა სვანეთში - ჭუბერისა და ხაიშის თემში ასეულობით სპეცდანიშულების რაზმია მობილიზებული. ადგილობრივები პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის წყლის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობამ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვები დაუშინა.
პოლიციასთან დაპირისპირების გამო, მოსახლეობამ ჭუბერისა და ხაიშის ცენტრალური გზა გადაკეტა და სკანდინარებენ „წადით", „წადით". ადგილობრივების განცხადებით, სამართალდამცველები საცხოვრებელ სახლებში შესვლას გეგმავდნენ, ეძებდნენ ხის დანადგარს და აპირებდნენ მის წაღებას, რისი უფლებაც მათ არ მისცეს.
ხაიშის ცენტრი, სადაც ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი, მეორე მხრივ კი სპეცრაზმია მობილიზებული, ცოტა ხნის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი მივიდა.
„თუ უკანონო მასალა იქნება, გაიტანენ. ძალიან გთხოვთ, გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ. არავის ვიჭერთ. არანაირი სანქცია არ გატარდება არავის მიმართ, არც არავის დაიჭერენ. თუ რამე უკანონო მასალა იქნება აღმოჩენილი, მარტო ამ მასალას გაიტანენ", - მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მმოსახლეობას რასაც თავის მხრივ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „ამას არ უნდოდა 200 კაცი. ჯერ სტიქიამ დაგვაქცია და ახლა აგერ, ფარიანები მოგვიყვანეს".
სამხარეო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ დიასამიძე სვანეთში მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს. როგორც დიასამიძემ ადგილობრივებს განუცხადა, სამართალდამცველები ჭუბერსა და ხაიშში უკანონო სახერხების გამოსავლენად უკანონო ხე-ტყის ამოსაღებად შევიდნენ.
ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.