რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური.

„ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, სვანეთში მიმდინარე ღონისძიება სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, არის ხე-ტყის ყალბი დოკუმენტებით რეალიზაციის ფაქტები. კითხვაზე არიან თუ არა ამ პროცესში დაკავებული თანამდებობის პირები ან იგეგმება თუ არა, მაჭავარიანი ამბობს, რომ განცხადებას საგამოძიებო სამსახური გააკეთებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×