რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) თბილისის ზოოპარკში ბერბერული მაკაკა დაიბადა. ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, როგორ ერთობიან ზოოპარკის ბინადრები ახალ ოჯახის ახალ წევრთან ერთად.

„ალბათ არ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ მაიმუნები ბევრი რაღაცით გვგვანან ადამიანებს. მაგალითად, მაკაკებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ჩვენ, ახლობელი, რომ იმშობიარებს და დიდი ზარ-ზეიმით გავეშურებით ხოლმე ახალშობილის მოსანახულებლად. რას აკეთებენ? შექუჩდებიან, მიუცუცქდებიან და გულდასმით იკვლევენ ჯგუფის ახალ წევრს. ათვალიერებენ, თათებით სინჯავენ და სავარაუდოდ, თავის ენაზე უწუ-პუწუებს და ტანკლი-ტუნკლებსაც ეუბნებიან.

„მშობლები მნახველებს დიდსულოვნად აძლევენ შვილის მიალერსების საშუალებას, მაგრამ თან მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას. შემთხვევით თუ ვინმეს ზედმეტი მოუვიდა და წამოაკივლაპატარა, გემრიელად ჩააფეთებენ გათამამებულ სტუმარს, ნუ აწუხებო" - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×