(რეზონანსი) მარნეულის ყოფილი მერის თეიმურაზ აბაზოვი აცხადებს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და აღნიშნავს, რომ უწყება საქმის გამოძიებას აჭიანურებს, - ამის შესახებ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პროკურატურა აბაზოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
„ბევრი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, იყო შიშის ფაქტორი, ზაზა სარალიძის გამოსვლები. მაშინდელ ქვეყნის პირველ პირებს დაუკავშირდნენ. იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვმეგობრობდი და მაშინდელმა პირველმა პირებმა უთხრეს, მიდით ბოლომდეო. ამხელა თანამდებობის პირის ისე დაჭერა არ ხდება. მე არ ვარ დამნაშავე. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ. ვიდეოში ჩემი ხმა არაა", - განაცხადა თემურ აბაზოვმა.
მარნეულში მოქალაქის ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.