რეზონანსი
26.07.2018

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძისგან მღვდელმთავრებმა მიიღეს მის საქმესთან დაკავშირებული საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალმხრივ გასათვალისწინებელი ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნოს ავრცელებს.

როგორ განცხადებაშია ნათქვამია, უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს, უნდა მიეცეს საშუალება წმიდა სინოდის წინაშე წარსდგეს.

„საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.

„მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში 25 ივლისს შეხვდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×