(რეზონანსი) მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე, არ არის გასაკვირი, წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ, - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამგანაცხადა.
გვაზავა „პირველი არხის" მიერ გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს, თუ როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, განმარტებას აკეთებს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ჩატარებული ღონისძიებები ამის ნათელი დადასტურებაა. ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, გასული ორი კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე, არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპევებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ," - აცხადებს გვაზავა.