რეზონანსი
27.07.2018

 გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვების კუთხით ვითარება საკმაოდ მძიმეა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის რისკებს ზრდის.

„იმდენად გახშირებულია უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტები და ტყეზე ზეწოლა, რომ ამან შეიძლება ძალიან მძიმე ეკოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლავთ ტყის უკანონო ჭრა. ხე-ტყის დამზადება არ უნდა ხდებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც მისი დამზადება არ შეიძლება. უნდა მოხდეს სანიტარული წესით მისი დამზადება, გამოხშირვითი წესით, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით"-ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ნინო თანდილაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×