რეზონანსი
27.07.2018

 აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ნაწლავური ინფექციის განსაკუთრებით საშიშ ფორმებთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს.

"მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწვდინეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას – დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში…

პროფილაქტა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძააალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!

პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს! სამწუხაროდ, ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული”, – წერს დავით გადელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×