
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის ერთი-ორი დიქტატორია- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი. ილინოისის შტატში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა 11-12 ივლისს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტზე კარგი სამუშაო განახორციელა, თუმცა მედია ამაზე ხმას არ იღებს. ტრამპს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს დიქტატორებში:
„მედია წერს, რომ მე ცუდად მოვეპყარი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ მათ მიმართ პატივისცემა არ გამოვხატე - ეს მეფეები, დედოფლები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ერთი-ორი დიქტატორიც კი.
ნატო-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ასობით მილიარდით გაეზარდათ თავდაცვითი ხარჯები. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპის გარეშე ეს ხალხი თავიანთ ანგარიშებს არ იხდიდა, ხოლო ახლა კი იხდიან", - განაცხადა მან.