ტატა შოშიაშვილი
27.07.2018

 სოციალური ქსელის „ფეისბუქის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით 15 მლრდ დოლარი დაკარგა.

წლის დასაწყისში ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასმა 23%-ით მოიმატა, ხოლო თავად კომპანიის ფასმა 600 მლრდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, 26 ივლისს კომპანია ფეისბუქის ისტორიაში ყველაზე საშინელი დღე დადგა.

მას შემდეგ, რაც მეორე მეოთხედის ანგარიშმა ინვესტორებს იმედი გაუცრუა, აქციების ფასმა თითქმის 19%-ით დაიკლო. ჯამში, ინვესტორებმა დაახლოებით 120 მლრდ დოლარი დაკარგეს, ხოლო კომპანიის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა დატოვა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიის პირველი ათული.

როგორც აღინიშნა, აქციების ფასის კატასტროფული კლება გამოიწვია კვარტალურმა ანგარიშმა, რომელმაც 2015 წლიდან მიყოლებული პირველად არ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინი.

პირველ რიგში, აქციების ფასის კლება გამოიწვია სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვნად შემცირებამ, ასევე ევორპაში ვებგვერდ „ფეისბუქის" მომხმარებელთა ერთი მილიონით შემცირებამ და ჩრდილოეთ ამერიკაში სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის სტაგნაციამ.

„ბლუმბერგის" ცნობით, აქციების ფასის ასეთი კლება მოსალოდნელი იყო. „ბლუმბერგის" განცხადებით, ეს იყო ერთგვარის სამაგიეროს გადახდა ყველა იმ სკანდალისთვის, რომელიც „ფეისბუქის" გამო მოხდა. შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქის" მეშვეობით მომხმარებელთა პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია არართხელ გავრცელებულა.

ცნობილია, რომ მომხდარი სკანდალების შემდეგ ევროპულმა კანონმდებლობამ ბევრად უფრო მკაცრ ზომებს მიმართა მონაცემთა დაცვისა და არასასურვლი რეკლამის გავრცელების საკითხებში.

წლის დასაწყისში ინვესტორები მყარად იყვნენ დარწმუნეულნი იმაში, რომ მომმარებელთა დამოკიდებულება სოციალურ ქსელ „ფეისბუქისადმი" მათი რაოდენობის შემცირებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიწვევდა.

თუმცა ანალიტიკოსებმა და ინვესტორებმა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ მომხმარებლებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა კომპანიის გარშემო აგორებული სკანდალები, რომლების ეხება ე.წ. ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანას.

უნდა აღიიშნოს, რომ მეორე მეოთხედის ანგარიშის მიხედვით, „ფეისბუქის" მომხმარებელთა რაოდენობის კატასტროფული კლების ტენდენცია შეიმჩნევა, კერძოდ, წლის დასაწყისში მომხმარებელთა ზრდის მაჩვენებელი 3.14%-ს შეადგენდა, ხოლო მეორე მეოთხედის ანგარიშის მიხედვით ამ მაჩვენებელმა 1.5%-ზე ოდნავ მეტით მოიმტა.

უნდა აღინისნოს, რომ ასეთი კრიზისული სიტუაცია არა მხოლოდ „ფეისბუქს", არამედ „ტვიტერსაც" შეექმნა. სავაჭრო დღის ბოლოს „ტვიტერის" აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიაფდა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელის „ფეისბუის" აქციების ფასმა ასე კატასტროფულად დაიკლო. 2012 წლის 27 ივლისს ვებგვერდის ფასმა 11,7%-ით დაიკლო მას შემდეგ, რაც „ფეისბუქმა" ვერ მოახერხა ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ შეცძლებმა სციალური ქსელის მობილური რეკლამის გაყიდვას, თუმცა, ამჟამად, რეკლამის მიერ მიღებული შემოსავლის 91%-ს სწორედ მობილური რეკლამა შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×