რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) თბილისის საკრებილოს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონი ლარით ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ თანხა მთლიანად ინფრასტრუქტურის განვითარებას და საგზაო სამუშაოებს მოხმარდება.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის დაფინანსება 100 000 ლარით გაიზრდება და ცვლილებებია ასევე კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად.

„ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებმაც ვერ შეძლეს ქალაქიდან გასვლა და მათთვის კულტურული ღონისძიება, განტვირთვის საღამო მოეწყობა. ეს არის ყველასთვის და ჩვენ ამისთვის ფულს მომავალშიც დავხარჯავთ. ვინც ქალაქიდან გასვლას და დასვენებას ვერ ახერხებს, გარკვეული ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო, ვცდილობთ, მათ ზაფხულში ცხოვრება გავუადვილოთ და კომფორტი შევუქმნათ. ვისაც პრეტენზია აქვს, შეუძლია საჯაროდ განაცხადოს და მოსახლეობას უთხრას, რომ თქვენ არ გეკუთვნით ასეთი საღამოს ორგანიზება და დასწრება", - განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობას იმ მიმართულებებში ხარჯების ზრდაში ადანაშაულებს, რომელიც მათი თქმით, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსასყიდად გამოადგებათ.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, დაახლოებით ნახევარი მილიონით იზრდება პიარისა და სარეკლამო ხარჯები, ასევე კონცერტებისთვის გამოყოფილი თანხები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×