რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) პირადად ჩემი აზრია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს - იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მაშინ მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მოაზრება არასწორია.

"თუ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, ასეთი კანდიდატები სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდებიან. პირადად ჩემი აზრია და მე უპირატესობას იმას ვანიჭებ, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, მაშინ მე უპირატესობას მივანიჭებდი არა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭრას, არამედ არჩევნებში საერთოდ არჩარევას", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×