რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისთვის და სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

დე ფაქტო პარლამენტის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, ითვალისწინებს სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.

ცვლილების ინიციატორია ე.წ. დეპუტატი დიმიტრი დბარი, რომელიც ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა აქამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 15-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×