რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 98 ნარკორეალიზატორი დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 2 კილოგრამამდე „მდმა", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

ნარკორეალიზაციისთვის დაკავებულებს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×