რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის ომს და ომამდე, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იხსენებს.

სტივ ჰედლი აცხადებს, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მოგვიანებით ინანებდა.

მსიივე თქმით, „პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცად - მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა".

„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა - რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო", - აცხადებს სტივ ჰედლი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×