რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ათენის შემოგარენში ხანძარი განზრახ გააჩინეს.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნიკოს ტოსკასის განცხადებით, ამ ვარაუდს მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები ამყარებს. ტოსკასის ინფორმაციით, გამოძების მიმდინარეობისას, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ანალიზისას დადგინდა, რომ ათენიდან დასავლეთით, ერთი გზის გასწვრივ მოკლე დროში ერთდროულად რამდენიმე კერა გაჩნდა.

ქვეყანა უკვე მეორე დღეა ხანძრის შედეგად 85 გარდაცვლილს გლოვობს. 100-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა ტურისტული სოფელი მატი. დამწვარია სამი ათასამდე სახლი და ასეულობით მანქანა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×