რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, მცირე მეწარმემ ვასიკო ტაკიძემ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა.

ტაკიძე ამბობს, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტაპლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. მისი თქმით, სამი წელია რაც ამ ბიზნესშია ჩართული და ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.

ტაკიძე მთავრობას დროულ რეაგირებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას სთხოვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×