რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც არ იყო, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

"გრძელდება არასრულწლოვნების გამოკითხვა. ფაქტობრივად, ბოლოსკენ ვართ გასული. ზოგადად, გუშინაც ვთქვით, რომ არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც ოპერატიულ რეჟიმში ჩვენ შს სამინისტროს ვაწვდით და მოგეხსენებათ ისიც, რომ შს სამინისტროს და გამოძიებას ამ ახალგაზრდებისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომელიც აუცილებელი იყო, რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი დაკითხულიც არ იყო", - განაცხადა რატიანმა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია შს სამინისტროს ინფორმაციას აწვდის და სთხოვს, რომ დროული რეაგირება იქონიონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×