რეზონანსი
27.07.2018

 ლურჯი ნიშნებით ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში,  ე.წ. წითელ ბაღში  ათეულობით ფიჭვია მონიშნული, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამხმარი ხეების მოჭრას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

პრობლემა მასშტაბურია და მთელი თბილისის ტერიტორიაზეა გავრცელებული. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რონ ხმობის მიზეზი ხეების რესურსის ამოწურვაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შავი ფიჭვი თავის ბუნებრივ გავრცელების არეალში 300 დან 500 წლამდე ცოცხლობს, ჩვენ პირობებში კი გახმობა რატომღაც 60-70 წლის შემდეგ დაიწყo (დაახლოებით 60-70 წლის წინ დაირგა ეს ხეები). გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ეკოხედვის“ დირექტორი ნინო სულხანიშვილი აცხადებს, რომ ხეების გახმობის მიზეზი კომპლექსურია. 

„ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის სამსახურს გეგმურად შეუძლია 10 000- დან 15 000- მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოჭრას, რაც არის სასაცილო რაოდენობა იმ პრობლემასთან შედარებით, რაც გვაქვს. 2016 წელს მერიამ მიმართა ცენტრალურ მთავრობას დახმარებოდა ამ კუთხით. გაუგზავნა განგაშის შემცვლელი წერილი სადაც, საუბარი იყო როგორც დაავადებების გავრცელებაზე, ასევ ხანძრის საშიშროებაზე, რადგან გამხმარი წიწვოვანი კორონი დიდ საფრთხეს შეიცავს. მაშინ ცენტრალურმა მთავრობამ დამატებით ბიუჯეტი გამოყო და გეგმიურ 15 000 ხესთან ერთად 50 000 ხე მოიჭრა. 

დღეს ვერავინ იტყვის რამდენი ხეა მოსაჭრელი, რადგან 1988 წლის მერე ქალაქში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს თემა მათთვის პრიორიტეტია, თუმცა პრიორიტეტი ბიუჯეტზე არ აისახება", - განუცხადა "ცომერსანტს" სულხანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×