რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების თარიღი უახლოეს პერიდში გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამოქვეყნდა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში, რომლის მთავარი რეკომენდაციაა, პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×