(რეზონანსი) კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ ხალხს სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ! - ასე მიმართა უმრავლესობას საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სხდომაზე.
ხაბეიშვილი დედაქალაქის მთავრობას თანხების არამიზობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.
„საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადეთ, იმისათვის, რომ თბილისელებს ზაფხულის პერიოდში კომფორტი შეუქმნათ, კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიონი ლარით უნდა გაიზარდოს. ამ ზაფხულში ათიათასობით მოქალაქე, რომელიც სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდება, დაიხრჩო ეს ხალხი, კონდიციონერს არ ურთავთ მთელი ზაფხულია! აგვისტოს თვე მაინც უზრუნველყავით. ასე თუ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე, კონცერტი კი არა, კონდიციონერი ჩაურთეთ სამარშრუტო ტაქსში, არ დაიხრჩონ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები პირველ საკითხად საბიუჯეტო ცვლილებებს განიხილავენ.