რეზონანსი
27.07.2018

 აღმოსავლეთ ატიკაში დასასვენებლად წასული ტანაისის მორაიტისი დილემის წინაშე დადგა: გადაერჩინა 90 წლის დედა თუ ოჯახის დანარჩენი წევრები. მორატისს მოუწია დედა მანქანაში დაეტოვებინა, რადგან მას გადაადგილება უჭირდა. მისი თქმით, მანქანას ალი მალე მოედო, ცოლს და შვილს ხელი მოკიდა და ზღვაში გადახტა. როცა უკან მოიხედა, დედამისი უკვე ალში იყო გახვეული. ინფორმაციას greece.greekreporter-ი ავრცელებს.

„იმის დროც არ მქონდა, რომ უკანასკნელად მეთქვა – ნახვამდის", – იხსენებს დაზარალებული. ოჯახმა საათები გაატარა წყალში სანამ გადაარჩენდნენ.

საბერძნეთში ხანძრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანს ახლაც ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×