რეზონანსი
27.07.2018

 (რეზონანსი) 33 მომხრე და 2 წინააღმდეგ - თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა.

ტაქსების რეგულაცია ორ ეტაპად განხორციელდება. ლიცენზიის აღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა პირველი აგვისტოდან მოუწევთ. მარტივი ლიცენზია მძღოლებს 50-დან 100 ლარამდე დაუჯდებათ.

პირველ ეტაპზე მძღოლი ვალდებულია, რომ ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე ყვითელი მანიშნებელი ნიშანი განათავსოს. მეორე ეტაპი კი 2019 წლის ბოლოდან ამოქმედდება და ის მანქანების ერთ ფერად გადაღებვას და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას შეეხება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×