(რეზონანსი) ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.
როგორც ელისაშვილი ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული თუმცა, მისი თქმით, თუ დაინახავს, რომ არსებობს საშიშროება პრეზიდენტის თანამდებობაც „ქართული ოცნების" ხელში აღმოჩნდეს, არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდება.
„გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული, მაგრამ არ გამოვრიცხავ. თუ დავინახე, რომ ისევ სალომე ზურაბიშილისთვის გაამზადებენ ტახტს და სალომე ზურაბიშილი შევა დაფდაფებით, ვითომ „ოცნების" კანდიდატი არიქნება, ასეთ დროს აუცილებლად დავუპირისპირდები, რადგან ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყურმოჭრილი ყმა არ მოკალათდეს", - განაცხადა ელისაშვიმა „ტვ პირველის" ეთერში.