(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა.
სარალიძის თქმით, მან უწყებაში მიმდინარე გამოძიების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სარალიძე ამბობს, რომ შსს-ს გამოძებით კმაყოფილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალურად არ საუბრობს.
მისივე თქმით, არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომლითაც იმ პირების ბრალეულობა დასტურდება, ვისი პასუხისგებაში მიცემასაც თავად ითხოვს.
„მივიღე ინფორმაცია, რომ არის წინსვლა გამოძებაში. არა მარტო მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, არამედ კარგი წინსვლები აქვთ, რასაც გავეცანი იქიდან გამომდინარე. შსს გამოფხიზლდა და მინდა მადლობა გადავუხადო იქიდან გამომდინარე, რომ სწორად მიყავთ გამოძება ამ ეტაპზე.
„ინფორმაციებია მოგროვებული და ვნახოთ პროკურატირა რა ნაბიჯებს გადადგამს. ფაქტია, რომ პროკურატურა ისევ და ისევ იცავს არა მარტო მიხეილ კალანდიას, არამედ ამ საქმეს, მაგრამ იმედია გონს მოეგებიან მოქმედი პროკურორებიც და ყოფილი პროკურორებიც და ჭეშმარიტებას ფარდას ახდიან", - აცხადებს ზაზა სარალიძე.